Saturday, December 14, 2013

გაკვეთილის გეგმა ფიზიკაში

სკოლა, მასწავლებელი:    სსიპ სოფელ ორულუს საჯარო სკოლა,  მელიტა პერტია
გაკვეთილის თემა:მექანიკური მუშაობა. მუშაობის ერთეული
სწავლების საფეხური;VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი:22მოსწავლე, კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების მქონე  მოსწავლე
გაკვეთილის აქტუალობა: გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსსწავლეებს განასხვავონ მათთვის  უკვე ნაცნობი მუშაობისაგან
გაკვეთილის მიზნები და შედეგები:–ცოდნის მიღების, გაგების, გამოყენების, ანალიზის, დასკვნების გამოტანის, სინთეზის უნარების განვითარება
 –მექანიკური მუშაობის განსხვავება ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული „მუშაობის“ ცნებისაგან
ფიზ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობის, სიმძლავრისა და მექანიკური ენერგიის შესახებ მსჯელობა
–განასხვავებს მექანიკურ მუშაობას ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული „მუშაობის“ ცნებისაგან.
–რაოდენობრივად ახასიათებს მექანიკური მუშაობისა და სიმძლავრის დამოკიდებულება მათ განმსაზღვრელ სიდიდეებთან.
წინასწარი ცოდნა:მოსწავლეებმა იციან მუშაობაზე ის რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან. დედა მასწავლებლად მუშაობს,ბაბუა მინდორსი მუშაობს, სარეცხი მანქანა მუშაობს.
გაკვეთილის მსვლელობა(აქტივობები):1.კითხვა–პასუხი(მთელი კლასი 15წთ). 2. კონკრეტული მაგალითის განხილვა–ვარაუდის გამოთქმა და მისი შემოწმება(ჯგუფური 20წთ). 3. საშინაო დავალება(ინდივიდუალური 10წთ)
1.გაკვეთილის დაწყებამდე გავარკვევ თუ რა აზრის არიან მოსწავლეები მუშაობაზე ითვლება თუ არა მუშაობად წიგნის კითხვა, ფიქრი, კლასში დავსვამ კითხვას გაიხსენონ მუშაობასთან დაკავშირებული ყოველდღიური შემთხვევები, შემდეგ შემოვიტან მექანიკური მუშაობის ცნებს მის ფორმულირებას. ვიტყვი რომ მექანიკური მუშაობა ფიზიკაში ეწოდება პროცესს, როცა სხეული ძალის მოქმედებით გადის რაღაც მანძილს. ყურადღებას გადავიტან ძალასა და გადაადგილებაზე. მუშაობის შესასრულებლად აუცილებელია ძალა მოქმედებდეს სხეულზე და მისი მოქმედებით სხეული გადაადგილდებოდეს. თუ სხეულზე მოქმედ ძალას ავღნიშნავთ F-ით, გავლილ მანძილს-S- ით, შესრულებულ მუშაობას A-თი, მაშინ განმარტების თანახმად შეგვიძლია ვწეროთ
                                               A=F*S
             მუშაობა სკალარული სიდიდეა.ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში მუშაობის ერთეულად მიღებულია, ისეთი მუშაობა რომელსაც ასრულებს 1ნიუტონი ძალა ძალის მიმართულებით 1მ-ის გავლისას. ამ ერთეულს ჯოული უწოდეს
                                               1ჯ=1ნ*მ
მოსწავლეებს ვთხოვ შეაფასონ-დიდია თუ პატარა 1 ჯ მუშაობა (1ჯ მუშაობა სრულდება100გრ=0,1კგ მასის სხეულის 1მ სიმაღლეზე ატანისას)
            იმის დასადგენად თუ რომელი ძალა ასრულებს მუშაობას  განვიხილავ მაგალითს:ჰორიზონტალურ გზაზე თანაბრად მოძრავი მანქანა, მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ თანაბარი მოძრაობა და როგორი თანაფარდობაა სხეულზე მოქმედ ძალებს შორის თანაბარი მოძრაობისას ამის შემდეგ დავსვამ კითხვებს
1. რას ეწოდება ტოლქმედი და რას უდრის ის თანაბარი მოძრაობისას?
2. განსაზღვრეთ ტოლქმედი ძალის მუშაობა
3.ასრულებს თუ არა სხეულზე მოქმედი(სიმძიმისა და საყრდენის რეაქციის ძალები) მუშაობას.
4.რამდენგრადუსიან კუთხეს ადგენენ ეს ძალები ჰორიზონტთან ანუ მოძრაობის მიმართულებასთან.
ამ შეკითხვების შემდეგ მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნას:სხეულზე მოქმედი ძალის მუშაობა შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნულის ტოლი.როცა სხეულზე მოქმედი ძალა გადაადგილების მიმართულებასთან მართ კუთხეს ადგენს მაშინ ეს ძალები მუშაობას არ ასრულებენ,თ სხეულზე მოქმედი ძალა გადაადგილების მიმართულებასთან ადგენს მახვილ კუთხეს შესრულებული მუშაობა დადებითია, ხოლო როცა ბლაგვ კუთხეს ადგენს უარყოფითი
2.მაგალითის განხილვა––ბიჭმა m მასის საწონი აიტანა h სიმაღლეზე A–დან B–მდებარეობაში აიტანა თანაბრად ჯერ შვეულად, შემდეგ   ACDB ტრაექტორიით.  თითოეული შემთხვევისთვის განვიხილავ სიმძიმის ძალის მუშაობას მუშაობას.პირველ შემთხვევაში სიმძიმის ძალა ასრულებს უარყოფით მუშაობას, რადგან საწონზე მოქმედი სიმძიმის ძალა მიმართულია საწონის მოძრაობის საპირისპიროდ A=-mgh1მეორე შემთხვევაში სიმძიმის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა 
A*=A1+A2+A3,
სადაც A1=-mgh1, A2=0, A3=-mgh2
A*=-mgh1+0+(-mgh2),
 -mg(h1+h2)=-mgh,
წინასწარ გავამზადებ დაფაზე ნახაზს, კლასს დავყოფ ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს ვთხოვ გამოთქვას თავისი მოსაზრება,როდის იქნება სიმძიმის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა მეტი,  ჯგუფის თითოეული წარმომადგენელი გამოთქვამს ჯგუფის ვარაუდს ამის შემდეგ გამოთვლებს ატარებენ ჯგუფში. შედეგს შევამოწმებთ დაფასთან, თითოეულ უბანზე მუშაობის გამოსათვლელად სხვადასხვა მოსწავლე გამოვა, ამრიგად მოსწავლეებს გამოაქვთ  დასკვნა, რომ სიმძიმის ძალის მუშაობა დამოკიდებული არაა სხეულის მოძრაობის ტრაექტორიაზე და ტოლია სიმძიმის ძალის მოდულის ნამრავლისა სხეულის საწყისი და საბოლოო მდებარეობების დონეთა სხვაობაზე
A=mgh
 ზევით მოძრაობისას ეს მუშაობა უარყოფითია, ქვევით მოძრაობისას კი დადებითი. თუ სხეული ზევით ასვლის მერე ისევ საწყის მდებარეობას დაუბრუნდა მაშინ ჯამური მუშაობა ნულის ტოლია ე. ი. სიმძიმის ძალის მუშაობა შეკრულ ტრაექტორიაზე ნულის ტოლია
3.საშინაო დავალება. გაკ 1.2; ამოცანები კრებულიდან. საშინაო ცდა
ჩადეთ წიგნი ცელოფნის პარკში. განსაზღვრეთ მუშაობა, რომელსაც ასრულებთ
ა. წიგნის რაიმე სიმაღლეზე თანაბრად აწევისას
ბ.ჰორიზონტალურ ზედაპირზე იმავე მანძილზე თანაბრად გადაადგილებისას;
გ. ჰორიზონტალურ ზედაპირზე იმავე მანძილზე თანაბრად გადაადგილებისას, როდესაც იგი ცილინდრის ფორმის ფანქრებზე ისეა დადებული, რომ წიგნის გადაადგილებისას ფანქრები გორავენ.
საშინაო ცდა ემსახურებაძველი მასალის გახსენებას და ახალის განმტკიცებას.
მოსწავლეებს ვესტყვი როგორ ჩაატარონ ცდა, შეავსონ სამუშაო რვეულში მოცემული ცხრილი , ყურადღება გაამახვილონ მუშაობების შედარებაზე ექსპერიმენტით მოსწავლეები დაადგენენ, რომ ა შემთხვევაში სრულდება ყველაზე მეტი მუშაობა, ბ შემთხვევაში კი ყველაზე ნაკლები.
მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთხოვ ახსნან რატომ ხდება ასე. გავლილი მანძილი სამივე შემთხვევაში ერთნაირია. ამიტომფორმულიდან       გამომდინარეობს პასუხის მართებულობა,
შეფასების სქემა ჩართულობისათვის

დაბალი

1-2
საშუალოზე დაბალი
3-4
საშუალო

5-6
საშუალოზე მაღალი
7-8
მაღალი

9-10
ჩართულობა
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, გამოხატავს პროცესის მიმართ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის პროცასში,იშვიათად იჩენს ინიციატივას
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილის პროცესში,ზედმეტი აქტიურობით ცდილობს დამალოს საკუთარი მოუმზადებლობა
აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,უმეტესად ამჟღავნებს წინასწარ მომზადებულობას, თუმცა ვე ამჟღავნებს მაქსიმალურ პროდუქტიულობას
მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში, დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში, კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი კლასისწინაშერაიმეს შესწავლისას
წერითი სამუშაო
წერითი სამუშაო არა აქვს შესრულებული
წერითი სამუშაო ნაწილობრივ აქვს შესრულებული
წერითი სამუსაო შესრულებულია ხარვეზებით
წერითი სამუშაო შესრულებულია ხარვეზების გარეშე
წერიტისამუშაო შესრულებულია და ორგანიზებულად არის ჩაწერილი
პარაგრაფში გამოყენებული ცნებები
ვერ იყენებს პარაგრაფში მოცემულ ცნებებს
მასწავლებლის დახმარების გარეშე ვერ იყენებს პარაგრაფში მოცემულ ცნებებს
ნაწილობრივ იყენებს პარაგრაფში მოცემულ ცნებებს
იყენებს პარაგრაფის ცნებებს
სრულყოფილად იყენებს პარაგრაფში მოცემულ ცნებებს


No comments:

Post a Comment